Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
Back To Home Page
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას
ნაძვის ხის სათამაშო “ზანზალაკი” ყვავილის ქოთნისგან

დაგჭირდებათ: ყვავილის პლასტმასის ქოთნები სხვადასხვა დიამეტრის; ზეთის საღებავები, ხის მძივები სხვადასხვა ზომის, ფერადი კანაფის თოკი, მაკრატელი.

სამუშაოს აღწერა:
ქოთანი გახვრიტეთ გახურებული მსხვილი ჩხირით
შეღებეთ ქოთნები და მძივები, დააცადეთ გაშრობა
თოკის ერთი ბოლო გამონასკვეთ და ააცვით მასზე მძივი
გააკეთეთ მეორე ნასკვი და თოკის თავისუფალი ბოლო გაატარეთ ქოთნის ნახვრეტში. ნასკვი ისე უნდა გააკეთოთ, რომ ქოთნის შიგნით მოხვდეს, მძივები კი გარედან დარჩეს
დაამატეთ თოკს კიდევ ერთი მძივი და მიამაგრეთ ნაძვის ხეზე

მსგავსი პრინციპით შეიძლება ანგელოზის გაკეთებაც. აიღეთ ღია ფერის მძივი, დაახატეთ მასზე თვალები, ცხვირი და პირი. ფრთები გააკეთეთ ფოლგისგან, მავთულისგან ან მინასაღებავისგან, რომელიც გაშრობისას აფსკს ქმნის.
ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება შეიძლება რეზინის და პინგპონგის ბურთებისგანაც, შეღებეთ ისინი აკვარელის საღებავით ან გუაშით და დაფარეთ ბრჭყვიალებით.
უბის წიგნაკი საცობის გარეკანით

დაგჭირდებათ: უბის წიგნაკი, შამპანურის ან ღვინის საცობი, ხის წებო, სამართებელი, სადგამი დასაჭრელად.

სამუშაოს აღწერა:
დაჭერით საცობები სიგრძეზე ისე, რომ თითოეული საცობისგან გამოვიდეს 2 ამობურცულ ზედაპირიანი ფირფიტა და 2 ბრტყელი;
დააწებეთ უბის წიგნაკზე საცობის ფირფიტები
ნაძვის ხის მორთულობა ბისერისგან "ფიფქი"

დაგჭირდებათ: კაპრონის ძაფი, მსხვილი ბისერი ან სხვადასხვა ზომის მძივები

სამუშაოს აღწერა:
გააკეთეთ ფიფქი ზემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით (ისრებით ნაჩვენებია მიმართულება)
გაატარეთ ძაფი ზედა ბურთულაში და გააკეთეთ მარყუჟი.
საახალწლო საჩუქარი - სახლის მცველი

არამარტო სიმპათიური და ორიგინალური საჩუქარია, არამედ სახლის დამცველიცაა.
მისი გაკეთება შეიძლება სხვადასხვა მასალისგან. მაგ. საფუძვლად შეიძლება პატარა ცოცხის, გრძელტარიანი ხის დიდი კოვზის, თაიგულის, ტილოს ბამბით გატენილი ტომსიკების გამოყენება.

გასაფორმებლად კი გამოიყენეთ:
პატარა გამხმარი მცენარეები ( მაგ. ხორბლის თავთავი)
“საჩუქრები”- ფერადი ქაღალდით და ლენტებით გაწყობილი პატარა მუყაოს ყუთები
სურნელოვანი მცენარეებით სავსე ტილოს ტომსიკები, ლამაზი ლენტებით გაწყობილი
მარილიანი ცომისგან დამზადებული პატარა ბლითები, ბატკანი და სხვა
პატარა ზომის თოვლის ბაბუა

სამუშაოს აღწერა:
მოამზადეთ სახლის მცველის და მოსართავების საფუძველი
დააწყეთ მასზე ჯერ მოსართავები, შემდეგ მიაწებეთ ან მიაკერეთ ისინი
საახალწლო ფაჩუჩები თოვლის ბაბუით

დაგჭირდებათ: ფაჩუჩისთვის სქელი ძირი, შესაფერისი ფერის თასმა, სხვადასხვა ფერის ქსოვილი ქუდისა და სახისთვის, 2 თეთრი ღილი და 2 შავი მძივი თვალებისთვის, სინთეპონი.

სამუშაოს აღწერა:
გააკეთეთ ფაჩუჩები და მიაკერეთ თასმა კონტურის გასწვრივ
სქელი ხორცისფერი ქსოვილისგან გამოჭერით თოვლის ბაბუას სახის ოვალი
შეკერეთ ქუდი და მოქსოვეთ ფეხები
მიაკერეთ ან მიაწებეთ თოვლის ბაბუას სახეზე ქუდი
მიაწებეთ ფეხები წვერების ქვემოდან
გამოჭერით თეთრი ფერის სინთეპონიდან ულვაშები და წვერი და მიაწებეთ
დაფარეთ ქუდის წვერი, ულვაში და წვერი თეთრი გუაშით და ბრჭყვიალებით

საახალწლო იდეები თოვლის ბაბუისგან
საახალწლო საჩუქრები ტომსიკებში

თუკი ახალი წლის გატარებას მეგობრების ფართო წრეში აპირებთ, საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იქნება თითოეულისთვის საჩუქრის მირთმევა, შეკერეთ ერთნაირი ტომსიკები, ჩააწყვეთ მასში სუვენირები, დააწყვეთ ნაძვის ხის ქვეშ. თქვენი სტუმრები გაფაციცებით დაიწყებენ ერთნაირ ტომსიკებში თავიანთი საჩუქრის მოძებნას და ინტერესით დაათვალიერებენ სხვების საჩუქრებს. ამ საახალწლო “ლატარიის” დახმარებით სულ მცირე სუვენირიც კი გამოიწვევს სიხარულსა და აღტაცებას ახალ მფლობელში, თქვენი სტუმრები თავს იგრძნობენ ბავშვებად ნაძვის ხის ზეიმზე.
საახალწლო თაიგულები

თაიგულის გაკეთება შეიძლება არამარტო ცოცხალი ყვავილებისგან, ამისთვის გამოდგება ბროწეული, გირჩა, ხილის ჩირი, ძახველი, ლამაზი მძივები, წაბლის ნაყოფი, ხელოვნური კოკრები და ფოთლები. პლასტელინი წაუსვით სქლად კარკასზე, მიაწებეთ მასზე არჩეული მასალა. მთავარია მისცეთ გასაქანი ფანტაზიას და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.
საახალწლო მისალოცები

საკუთარი ხელით გაკეთებული ექსკლუზიური მისალოცი მშვენიერი საჩუქარია არამარტო ახლობელი ადამიანისთვის, არამედ უფროსისა და პარტნიორისთვის ბიზნესში. ყველაფერი თქვენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ მრავალფეროვანი მასალის გამოყენება; ფერადი მუყაო, პაპირუსის ქაღალდი, ფოლგა, თიხა, მარილიანი ცომი. ცოტაოდენი მოთმინება, მონდომება, დრო და ექსკლუზიური მისალოცი მზად იქნება.
საახალწლო სუფრის გაფორმება
საახალწლო ტკბილეული, თოვლის კაცები და ანგელოზები

ასეთი თავშესაქცევი თოვლის კაცების მომზადება შეიძლება ჩვეულებრივი პროდუქტებისგან: ათქვეფილი ნაღები, შოკოლადი, დრაჟე და კრემი. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ თქვენი შექმნილი ხელოვნების ნიმუშს გემრიელად მიირთმევენ და აღარ დარჩება.
ნაძვის ხე - ბუტერბროდი

მიართვით თითოეულ სტუმარს გემრიელი ნაძვის ხე. მისი მომზადება შეიძლება რამდენიმე წუთში: დაჭერით პური დიდ ნაჭრებად, ნაჭრები დაჭერით სიგრძეზე, ფიგურული დანით დაჭერით ყველი და ძეხვი. ააწყეთ ნაძვის ხე, ცენტრში სიმაგრისთვის ჩაარჭეთ ჩხირი. გააფორმეთ ნაძვის ხე. ტკბილი წითელი წიწაკიდან გამოჭერით ვარსკვლავი და დაამაგრეთ ნაძვის ხეზე, გააფორმეთ მოცხარით, მწვანე ბარდით და სიმინდით. ბოლო შტრიხი: მოაყარეთ მარილი და დაჭრილი კამა.
საახალწლო საჩუქარი საჭმელად - იმბირის პეჩენია

ბაბუა ოდარიმი გვიზიარებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ იდეას, რომელიც მოეწონებათ როგორც დიდებს, ასევე პატარებს. ლამაზად გაფორმებული იმბირის პეჩენია შეგიძლიათ მიართვათ როგორც ორიგინალური საჩუქარი ახლობელ ადამიანს, ან უბრალოდ ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე. დარწმუნებული იყავით დილით არცერთი პეჩენია არ დაგხვდებათ.

დაგჭირდებათ: გამოსაცხობი ფორმები, წვრილი ხის ჯოხები, პინცეტი, საკვები წებო, გასაფორმებელი მასალა, მზა პეჩენია.

ცომის მომზადება:
20- 30 ცალი პეჩენიისთვის
100 გ. დარბილებული ნაღების კარაქი
100 გ. შაქარი
1 კვერცხი
250 გ. ფქვილი
1 ს.კ. დაფქული იმბირი

საცხობი ფხვნილი:
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ დარბილებული კარაქი
მიღებულ მასას დაამატეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, დაფქული იმბირი
მოზილეთ ცომი, ბურთის ფორმა მიეცით და შედევით მაცივარში 30-40 წთ
გააბრტყელეთ ცომი 3-4 მმ. სიგანის ფირფიტად, დაჭერით პეჩენიის ფორმებით, დააწყვეთ ცხიმწასმულ ან ფქვილმოყრილ ტაფაზე. თითოეული ჩაჩხვლიტეთ (პეჩენია პრიალა რომ იყოს, გამოცხობის წინ ოდნავ გადაუსვით კვერცხის გული)
გამოაცხეთ წინასწარ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ აერღუმელში 10-15 წთ

წებოს მომზადება:

დაგჭირდებათ: 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1/3 ჭიქა შაქრის პუდრა.
პატარა ჭიქაში შეურიეთ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. წაუსვით წებო ხის ჩხირებით პეჩენიაზე იმ ადგილას, სადაც მორთულობის მიკვრას აპირებთ.

მორთულობა:
ყველაზე საპასუხისმგებლო და შემოქმედებითი საქმე - პეჩენიის გაფორმება! ამ დროს უნდა გამოამჟღავნოთ თქვენი ფანტაზია! პინცეტის დახმარებით წინასწარ წებო წასმულ ადგილზე დააწყვეთ გასაფორმებელი დეტალები.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ყაყაჩო
კუნჭუტი
კედრის კაკალი
მზესუმზირა და გოგრის თესლები
თეთრი და წითელი ლობიოს წვრილი მარცვლები
მიხაკი
ოსპი

პეჩენიაზე ფოთლის გამოსახვისთვის გამოიყენეთ გოგრის მუქი თესლები, ყვავილისთვის - ოსპის პატარა მარცვლები, ხოლო ღეროსთვის - გამხმარი მიხაკი.
მომზადებული პეჩენია შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე ან ლამაზად შეფუთოთ.

შეფუთვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:
კაშკაშა ფერის ქაღალდის პაკეტები
ყუთები, რომლებიც მზრუნველად შეინახავენ თქვენ საჩუქარს, ასეთი ყუთით პეჩენია შეგიძლიათ მიართვათ კოლეგებს, მეგობრებს და ნათესავებს
გამხმარი ბალახი, მასზე პეჩენია საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება
ბუნებრივი მასალის ლენტები, რომელთა შემოხვევა არამარტო ყუთზე, არამედ თავად პეჩენიაზეც შეიძლება
ტილოს ძაფები. მათზე შეგიძლიათ ააცვათ პეჩენიები და შექმნათ საახალწლო სათამაშო
იარლიყები წარწერებისთვის მათზე ახლობლების სახელების და სასაცილო მილოცვების დაწერაც შეგიძლიათ.
საახალწლო საკიდი პეჩენიისგან

თუკი რამე ორიგინალურის გაკეთება გსურთ მოამზადეთ საკმაოდ ბევრი პეჩენია და ჩამოკიდეთ საკიდზე, რისთვისაც დაგჭირდებათ ლამაზი ლენტები, კარკასის მაგარი მავთული, ნაძვის ხის სათამაშოები და პეჩენიები. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ხელოვნების ეს ნიმუში დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან თქვენი ბავშვები, მეუღლე, სტუმრები თავს ვერ შეიკავებენ, რომ ასეთი გემრიელი და ლამაზი მორთულობა არ მიირთვან.